Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი უკრაინაში ვიზიტს იწყებს


რუსეთის პატრიარქი კირილე უკრაინაში რვადღიან ვიზიტს იწყებს. ის თავდაპირველად ჩადის ოდესაში, რის შემდეგაც დნეპროპეტროვსკსა და კიევს ეწვევა. ვიზიტი ითვალისწინებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერის შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან. პატრიარქის განცხადებით, მას სურს, თავად იხილოს „დადებითი ცვლილებები“ უკრაინასთან ურთიერთობაში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქის ვიზიტი ორ სლავ ხალხს შორის სულიერი კავშირების განმტკიცებასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში შერიგების პროცესს ემსახურება. მაგრამ, ოპონენტების შეფასებით, ვიზიტის მიზანია, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის რელიგიური და პოლიტიკური ზეგავლენის გაძლიერება. უკრაინაში კირილეს წინა, 2009 წლის ვიზიტს, უკრაინელი ნაციონალისტების უკმაყოფილება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG