Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ყირგიზეთის უშიშროების წარმომადგენლებმა, შესაძლოა, ადამიანები აწამეს


ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უზენაესი კომისრის, ნავი პილაის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის უშიშროების ძალებმა უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები, ხალხის უკანონო დაპატიმრებითა და მათი წამებით ქვეყნის სამხრეთის რეგიონებში - იქ, სადაც ივნისში სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირება მძვინვარებდა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში პილაი ამბობს, რომ დაპატიმრებულთა უმრავლესობას ახალგაზრდა უზბეკი კაცები შეადგენდნენ, ხოლო მათი დაპატიმრების ფორმა არა მხოლოდ ეთნიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებდა, არამედ წარმოადგენდა როგორც ყირგიზეთის, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას. პილაიმ დასძინა, რომ ყირგიზეთში მომუშავე მისი აპარატის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ადგილობრივი მთავრობა, როგორც წესი, თვალს ხუჭავს უკანონო დაპატიმრებებზე და ჩვენების იძულებით მოპოვების მიზნით დაკავებულთა წამებაზე.
XS
SM
MD
LG