Accessibility links

logo-print

ავღანელები ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში უფრო დიდ როლს შეასრულებენ


ქაბულში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ 2014 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში უსაფრთხოების ოპერაციებს ადგილობრივი ძალები შეასრულებენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი დახმარების სახით გამოყოფილი თანხის სულ მცირე 50 პროცენტის მთავრობის გზით განაწილებას ორი წლის განმავლობაში. ამჟამად ეს მონაცემი 20 პროცენტს შეადგენს. კონფერენციაში 70 ორგანიზაციისა თუ ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა - მათ შორის გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, რომ ალიანსის ძალები ავღანეთის ჯარის მხარდასაჭერად ქვეყანაში მას შემდეგაც დარჩებიან, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას შიდა ძალები გადაიბარებენ.
XS
SM
MD
LG