Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კამერონი ბარაკ ობამას შეხვდება


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი დღეს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება. თეთრი სახლის განცხადებით, მთავარი განსახილველი საკითხი ავღანეთი იქნება. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ავღანეთის თემა შესაძლოა გადაფაროს აშშ-ს შეშფოთებამ ბრიტანული კომპანია „ბიპის“ როლის ირგვლივ მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის ინციდენტში. ასევე, ვარაუდობენ რომ წამოიჭრება საკითხი გავრცელებულ სპეკულაციებზე, რომ „ბიპი“, შესაძლოა, ბრიტანეთის მთავრობასთან ერთგვარი ლობის ფუნქციას ასრულებდა, რათა შოტლანდიის ციხიდან გამოეშვათ ლოკერბის თავზე 1988 წელს თვითმფრინავის აფეთქებაში დამნაშავე. გავრცელებული ვარაუდით, „ბიპის“ ეს ლიბიაში კონტრაქტების გაფორმებისთვის სჭირდებოდა.
XS
SM
MD
LG