Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარე ჟენევის კონფერენციაში მონაწილეობს


ჟენევაში მუშაობას განაგრძობს "პარლამენტის თავმჯდომარეების მესამე მსოფლიო კონფერენცია”, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მონაწილეობს. 3-დღიანი კონფერენცია, რომელიც საპარლამენტო კავშირისა (IPU) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ტარდება, 19 ივლისს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გახსნა. კონფერენცია ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება, საქართველო კი ამ ღონისძიებაში მეორედ იღებს მონაწილეობას. პარლამენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა: შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან პასკალ ბრუდერერ ვიუსთან, ბელორუსიის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან, ყაზახეთის სენატის თავმჯდომარესთან კასიმ–ჟომარტ ტოკაევთან, ესტონეთის პარლამენტის სპიკერთან ენე ერგმასთან და ჰოლანდიის სენატის თავმჯდომარესთან რენე ვან დერ ლინდენთან. კონფერენციის მუშაობა 19-დან 21 ივლისამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG