Accessibility links

მოსკოვი და ვაშინგტონი ვერ თანხმდებიან საქართველოს საკითხზე


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნით, საქართველო კვლავაც რჩება უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ თემად მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. დასკვნა გამოქვეყნდა მასშემდეგ, რაც 19 ივლისს მინისტ სერგეი ლავროვის თავმჯდომარეობით საგარეო უწყების კოლეგიის სხდომა გაიმართა. სხდომის მიზანი იყო რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის განახლებული ურთიერთობების შეჯამება. ლავროვის უწყების დასკვნით, პროცესი ძირითადად დადებით კალაპოტში მიმდინარეობს და შეინიშნება არაერთი პოზიტიური ნაბიჯი, მაგალითად ბირთვული გაუვრცელებლობისა და ავღანეთის საკითხებთან მიმართებით. მაგრამ, ამავდროულად, რჩება ეგრეთ წოდებული ”ვიწრო ადგილები”, რომლებთან მიმართებითაც ვერ ხერხდება პოზიციების დაახლოვება. ასეთ მიმართულებებად სახელდება, მაგალითად: ნატოს პრობლემატიკა, ანტისარაკეტო თავდაცვის სფერო და საქართველოსთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასება.
XS
SM
MD
LG