Accessibility links

logo-print

ქურთ მეამბოხეთა თავდასხმას თურქეთის 6 ჯარისკაცი შეეწირა


თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) მეამბოხეებმა წუხელ სამხედრო დანაყოფზე მიიტანეს იერიში, რასაც თურქეთის 6 ჯარისკაცის სიკვდილი მოჰყვა. ბრძოლა ერაყის საზღვართან ახლოს, ჰაკარის პროვინციაში მოხდა. ერთი დღით ადრე ამავე რეგიონში მომხდარ აფეთქებას თურქეთის 11 სამხედროს დაჭრა მოჰყვა. თურქეთის სამხედრო ძალებსა და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს შორის შეტაკებები მას შემდეგ გახშირდა, რაც გასულ თვეში ექსტრემისტმა სეპარატისტებმა 14 თვის მანძილზე მოქმედი ზავი შეწყვიტეს და განაცხადეს, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს ქურთი უმცირესობის უფლებების უკეთესად დაცვისთვის. ოფიციალური პირების განცხადებით, PKK-ს დაახლოებით 4,000 მებრძოლი თავს აფარებს ჩრდილოეთ ერაყის მთებს და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთზე იერიში იქიდან მიაქვთ.
XS
SM
MD
LG