Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში ყოფილ დიქტატორ ჩაუშესკუსა და მისი მეუღლის ექსჰუმაცია მოახდინეს


რუმინეთში ყოფილ დიქტატორ ნიკოლაე ჩაუშესკუსა და მისი მეუღლის, ელენას ექსჰუმაცია მოახდინეს მათი იდენტობის შესამოწმებლად. ეს პროცედურა მოჰყვა ჩაუშესკუს ოჯახის წევრების დაეჭვებას იმით, რომ ყოფილი დიქტატორი და მისი მეუღლე მართლაც ბუქარესტში, გენჩეას სასაფლაოზე არიან დაკრძალული. სამედიცინო ექსპერტებმა ორი ნეშტდან დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ-ის) ნიმუშები აიღეს. ჩაუშესკუ 1965-დან 1989 წელს იდგა ხელისუფლების სათავეში. 1989 წელს მისი მმართველობა ანტიკომნისტური ამბოხების შედეგად დაამხეს, თვით ჩაუშესკუ კი მეუღლესთან ერთად დახვრიტეს.
XS
SM
MD
LG