Accessibility links

logo-print

ყაბარდო-ბალყარეთში ჰიდროელექტროსადგურზე იერიშის შემდეგ სტრატეგიული ობიექტების დაცვა გააძლიერეს


ყაბარდო-ბალყარეთში გაძლიერებულია ყველა სტრატეგიული ობიექტის დაცვა, ბაკსანის ჰიდროელექტროსადგურზე დღეს მოწყობილ იერიშთან დაკავშირებით. სადგურში დღეს შეიჭრნენ დაუდგენელი პირები. მათ ორი მცველი მოკლეს და ცვლის უფროსს და მის თანაშემწეს სცემეს, ვიდრე ორ ასაფეთქებელ მოწყობილობას დაამონტაჟებდნენ და შემდეგ აფეთქებებსაც მოაწყობდნენ. გამოძიების ძირითადი ვერსია ტერაქტია. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დადგენილია ეჭვმიტანილების წრე. საქმის გამოსაძიებლად, ყაბარდო-ბალყარეთში რუსეთის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა მიაშურეს.
XS
SM
MD
LG