Accessibility links

ავღანეთში ექსტრემისტებმა ექვსი პოლიციელი დახოცეს


ავღანეთში ნატოს განცხადებით, მეამბოხეებმა ექვსი ავღანელი პოლიციელი დახოცეს. ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშაბათს მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს მთავრობის შენობებზე და პოლიციის ბლოკ-პოსტზე ჩრდილოეთში მდებარე ბაღლანის პროვინციაში. პოლიციის ბლოკ-პოსტზე მათ ექვსი პოლიციელი დახოცეს. ბოლოხანს ავღანეთში ძალადობამ იმატა. გასულ თვეში სარეკორდოდ ბევრი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა მრავალეროვანი ჯარების რიგებში, 103 ადამიანი. მათგან ნახევარზე მეტი - ამერიკელები იყვნენ.
XS
SM
MD
LG