Accessibility links

ჩეჩნეთის ომბუდსმენი მილიციელებს ეჭვმიტანილის წამებაში ადანაშაულებს


ჩეჩნეთის ომბუდსმენმა, ნურდი ნუხაჟიევმა მილიციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ექსტრემისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი მამაკაცის, ზელიმხან ჩიტიგოვის წამების გამო. ჩიტიგოვი ეჭვმიტანილია თვითმკლელი თავდამსხმელის მიერ ინგუშეთში აპრილში მოწყობილ აფეთქებასთან კავშირში. ჩიტიგოვი, როგორც ომბუდსმენი სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, იმდენად სასტიკად აწამეს, რომ ის ახლა ეტლით გადაადგილდება. ომბუდსმენის განცხადებით, ინგუშეთში ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს. აპრილში ქალაქ კარაბულაკში მოწყობილი აფეთქების შედეგად ორი მილიციელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
XS
SM
MD
LG