Accessibility links

logo-print

საქართველოში ლტოლვილთა მორიგი აღრიცხვა დაიწყო


21 ივლისს საქართველოში ლტოლვილთა ყოველწლიური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების რიცხვი შემცირებულია. მინისტრ კობა სუბელიანის თქმით, ადრე აღრიცხული 900 ადამიანიდან ნაწილი საზღვარგარეთ გაემგზავრა, ნაწილმა კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ლტოლვილების რეგისტრაციის პროცესი, კონკრეტული ადგილებისა და ვადების გათვალისწინებით, 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს. თუმცა მათ, ვინც აღნიშნულ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიაკითხონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
XS
SM
MD
LG