Accessibility links

logo-print

საქართველო დაზარალებულ მოლდავეთს ეხმარება


მოლდავეთის სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საქართველო მაშველთა ჯგუფსა და ჰუმანიტარულ ტვირთს 2 დღეში გაგზავნის - ამ შინაარსის განცხადება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გააკეთა. ამასთან, მოლდაველი ბავშვები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში დაისვენებენ. მინისტრის ინფორმაციით, 100 მოლდაველ ბავშვს ანაკლია 10 დღის მანძილზე უმასპინძლებს. ამ პროცესის ორგანიზების დავალება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა პირადად საქართველოს პრეზიდენტისგან, 20 ივლისს ყვარელში გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული მხარე სტიქიით დაზარალებულ მოლდავეთში ქართულ სოფელს ააშენებს.
XS
SM
MD
LG