Accessibility links

logo-print

ეკონომიკის სამინისტრო ახალ კადრებს ეძებს


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. განცხადება ამის შესახებ მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. საკადრო ცვლილებების შედეგად ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები: იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი; სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი; საფოსტო კავშირის სამმართველოს უფროსი; პრივატიზების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი და საინვესტიციო პროექტების მენეჯერი. ვერა ქობალია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მცხოვრებს საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ. კონკრეტული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია სამინისტროს ვებ-გვერდზე.
XS
SM
MD
LG