Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი რუსეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის მოწოდებით გამოდის


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს ევროკავშირს მოუწოდა რუსეთსა და ამ, 27 სახელმწიფოსაგან შემდგარ გარეთიანებას შორის უვიზო რეჟიმის დამყარებისაკენ. მედვედევმა ფინეთში ვიზიტის დროს გამოთქვა მოსაზრება, რომ უვიზო მიმოსვლა აუცილებელია რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობის განვითარებისათვის. რუსეთი რამდენიმე წელია, უშედეგოდ მოითხოვს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ევროკავშირი ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობას და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან რუსეთის საზღვრების არასაკმარისად დაცულობას ასახელებს უვიზო მიმოსვლაზე უარის მიზეზად.
XS
SM
MD
LG