Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, გარდაიცვალა ჩილელი კომუნისტების ყოფილი ლიდერი, ლუის კორვალანი


ჩილესა და რუსეთის მედიის ცნობით, გარდაიცვალა ჩილეს კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერი, ცივი ომის პერიოდის ცნობილი მოღვაწე ლუის კორვალანი. ის 94 წლის იყო. კორვალანი 1958 წელს გახდა ჩილეს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი. ის 1973 წელს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც, გენერალ აუგუსტო პინეჩეტის თაოსნობით განხორციელებული სამხედრო პუტჩის შედეგად, სალვადორ ალიენდეს ხელისუფლება დაამხეს. საბჭოთა კავშირმა საერთაშორისო კამპანია წამოიწყო კორვალანის გასათავისუფლებლად და 1976 წელს ის საბჭოთა პოლიტიკურ პატიმარში, დისიდენტ ვლადიმირ ბუკოვსკიში გაცვალეს. კორვალანი საბჭოთა კავშირში გადასახლდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 1983 წელს ის ჩილეში დაბრუნდა, ხოლო 1989 წელს, პინოჩეტის მმართველობის დასრულების შემდეგ, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა.
XS
SM
MD
LG