Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა


საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც 25 თებერვალს - დღეს, როდესაც 1921 წელს წითელი არმია თბილისში შევიდა - საბჭოთა ოკუპაციის დღედ აკანონებს. დადგენილება მთავრობას ავალებს ყოველ 25 თებერვალს დაუშვას სახელმწიფო დროშები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგოს ოკუპაციის ასი ათასობით მსხვერპლის ხსოვნას. ამასთან, პარლამენტის მიერ დღესვე მიღებული კიდევ ერთი დადგენილების თანახმად, 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა დღედ გამოცხადდა. ეს დადგენილება უკავშირდება ევროპარლამენტის მიერ 2008 წელს მიღებულ დეკლარაციას, რომლითაც 23 აგვისტო სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის ევროპულ დღედ დაკანონდა. 23 აგვისტოს შერჩევა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ 1939 წელს, სწორედ ამ დღის საღამოს საათებში დაიდო გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი, რითაც მათ აღმოსავლეთი ევროპა გადაინაწილეს.
XS
SM
MD
LG