Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის და უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ყირგიზეთში უზბეკები ჩაგვრას განიცდიან


ჯანმრთელობის და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ყირგიზეთის სამხრეთში მცხოვრებ უზბეკ უმცირესობას არ აქვს საშუალება ისარგებლოს სამედიცინო მომსახურებით და თავი შეაფაროს მეზობელ უზბეკეთს. საქველმოქმედო ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ ამბობს, რომ საავადმყოფოების სიახლოვეს განთავსებული უშიშროების ძალები ბევრ ადამიანს ექიმებთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. ამასთან, ორგანიზაციის თანახმად, პოლიცია სამხრეთის ქალაქ ოშის უზბეკებით დასახლებულ რაიონებში „ზედმიწევნით ორგანიზებულ რეიდებს“ აწარმოებს. სამშაბათს ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ განაცხადა, რომ საზღვრების ყირგიზი მცველები არღვევენ ეთნიკური უზბეკების უფლებას, უსაფრთხო თავშესაფარი მეზობელ უზბეკეთში ეძიონ. სამშაბათსვე, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უზენაესმა კომისარმა, ნავი პილაიმ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ყირგიზეთის უშიშროების ძალების მხრიდან ქვეყნის სამხრეთში ადამიანებს უკანონოდ დაპატიმრებისა და წამების შემთხვევები იყო.
XS
SM
MD
LG