Accessibility links

logo-print

ქურდობასთან დაკავშირებით სასჯელის მცირედით შემცირება იგეგმება


ქურდობასთან დაკავშირებით სასჯელის მცირედით შემცირება იგეგმება. ამასთან დაკავშიებით ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის. კოდექსის მოქმედი რედაქციით, ქურდობა ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ან/და პატიმრობით ერთიდან სამ წლამდე. კანონპროექტით კი სასჯელის მინიმალური ზღვარი იშლება და სასჯელი მხოლოდ სამ წლამდე ხდება. მინიმალური ზღვარი მცირდება ქურდობისთვის, როდესაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა და/ან "სადგომში ან სხვა საცავში უკანონი შეღწევით განხორციელდა. ამჟამად ეს ქმედება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება, კანონპროექტით კი სასჯელი ორიდან ხუთ წლამდე ხდება და სასჯელის ალტერნატივად ჯარიმაც წესდება. ქურდობა ბინაში, არაერთგზის და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ნაცვლად ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობისა, სამიდან შვიდ წლამდე დაპატიმრებით დაისჯება.

ამ მუხლის მესამე ნაწილში სასჯელი უცვლელი რჩება. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში მომზადდა. მისი განხილვა საშემოდგომო სესიიდან დაიწება.

XS
SM
MD
LG