Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენუის პორტში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს


გენუის პორტში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი "ჟასმინი" დააკავეს. გემის მფლობელი იტალიის მოქალაქეა, ეკიპაჟი კი საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. გემი მარსელის პორტში 2700 ტონა ხორბლით დაიტვირთა, თუმცა, საზღვაო ადმინისტრაციამ გადატვირთვისა და ტექნიკური გაუმართაობის გამო ხომალდის მფლობელს 3600 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მფლობელმა ჯარიმა გადაუხადა, თუმცა, ქართველი მეზღვაურების განცხადებით, გემის მფლობელს მათთვის 6 თვის ხელფასი არ გადაუხდია და დავალიანება 100 ათას ევროს შეადგენს. მათ უფლებებს მეზღვაურთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია დაიცავს. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დავით ბარამიძის ინფორმაციით, ქართველ მეზღვაურებთან ქართულ მხარეს კონტაქტი აქვს. "იტალიის მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები გვეხმარებიან, რომ ქართველ მეზღვაურებს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინონ", - განაცხადა დავით ბარამიძემ.

XS
SM
MD
LG