Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ოპოზიციის ნაწილისთვის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილების ინიცირების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დღეს "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ განაცხადს განიხილავს. კომიტეტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერა შეაგროვონ და საკანონმდებლო წინადადების ინიცირება მოახდინონ. განაცხადს ხელს აწერენ - ირაკლი მელაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ინგა გრიგოლია, ზურაბ აბაშიძე, ზაზა გაბუნიას და ა.შ. ინიციატივა არჩევნებზე ბიომეტრიული პასპორტების გამოყენების ვალდებულებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG