Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად 273 ადამიანი დაიღუპა


ჩინეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად მომხდარ წყალდიდობას 273 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 218 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურების შედეგებთან ბრძოლის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სამხრეთ რაიონებში სტიქიამ 57,93 მილიონი ადამიანი დააზარალა. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 3 მილიონზე მეტი მოქალაქე. მთლიანად დანგრეულია 330 ათასი სახლი და დაზიანებულია ასობით შენობა. წინასწარი მონაცემებით, სტიქიის მიერ მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG