Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch ჩინეთის ხელისუფლებას ტიბეტში არეულობების ჩასახშობად გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ჩინეთის ხელისუფლება ტიბეტში 2008 წლის მარტში არეულობის ჩასახშობად, გადამეტებული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა. უფლებადამცველები თვითმხილველებზე დაყრდნობიტ აცხადებენ, რომ არეულობის დროს ჩინეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები აქციების მონაწილეებს ცეცხლს უხსნიდნენ, გარდა ამისა, არეულობის პერიოდში განხორციელდა არაერთი უმიზეზი დაკავებაც. შედეგად ტიბეტში მასობრივი ანტიჩინური საპროტესტი აქციების დროს 19 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთმა კონფლიქტის გაღვივებაში ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამა დაადანაშაულა, რომელმაც თავის მხრივ უარყო ეს ბრალდება.

XS
SM
MD
LG