Accessibility links

გაეროს საერთაშორისო სასამართლო კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს


გაეროს საერთაშორისო სასამართლო დღეს ჰააგაში გამოაქვეყნებს საკუთარ გადაწყვეტილებას კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობისობის შესახებ. 2008 წლის თებერვალში კოსოვოელმა ალბანელებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რომელიც ამ ეტაპისათვის 70-მდე სახელმწიფომ სცნო. ორი წლის წინ, სერბეთის ინიციატივით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს საკითხი განსახილველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადასცა. როგორც რადიო ”თავისუფლების” ჟურნალისტი სერბეთიდან იტყობინება, სერბეთსა და კოსოვოში ატმოსფერო საკმაოდ დაძაბულია, - ყველა განსაკუთრებული მოლოდინით ელოდება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილბას. დღის ბოლოს იგეგმება სერბეთის მთავრობის საგანგებო სხდომა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოსოვოს პრემიერ მინისტრს თანადგომას უცხადებს. კოსოვოს პრემიერ მინისტრი შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ოთხშაბათს თეთრ სახლში შეხვდა. კოსოვოს მთავრობის სპიკერი, მემლი კრასნიკი, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრებს აცხადებს; ”შეერთებული შტატების თანადგომა კოსოვოს მიმართ მუდამ იგრძნობოდა და დღესაც გრძელდება. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა აღუთქვა კოსოვოს პრემიერ მინისტრს, რომ შეერთებული შტატები ნებისმიერ შემთხვევაში კოსოვოს გევრდით იქნება”, - აცხადებს მემლი კრასნიკი.

XS
SM
MD
LG