Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პოლიციამ დამხობილი პრეზიდენტის ძმა დააკავა


ყირგიზეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დააკავეს დამხობილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის უმცროსი ძმა, ახმად ბაკიევი. ის ოთხშაბათს საღამოს დააკავეს სამხრეთში მდებარე ქალაქ ჯალალ-აბადში. როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ახმად ბაკიევმა აღიარა, რომ მონაწილეობდა არეულობაში სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკური უზბეკებისა და ყირგიზების დაპირისპირების დროს. ეთნიკურმა კონფლიქტმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პოლიციის ცნობით, ახმად ბაკიევი შეიარაღებული იყო, მაგრამ დაპატიმრების დროს მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ყურმანბეკ ბაკიევი აპრილში საპროტესტო გამოსვლების შედეგად გააძევეს ყირგიზეთიდან. ის ბელორუსიაშია ემიგრირებული.
XS
SM
MD
LG