Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს საერთაშორისო სასამართლო: კოსოვოს დამოუკიდებლობას „არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი“


გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აცხადებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, კანონიერი იყო თუ არა კოსოვოს მიერ სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადება. გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მის მსვლელობაში სასამართლოს თავმჯდომარე ჰისაში ოვადას მიერ ითქვა, რომ კოსოვოს მიერ 2008 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებას „არ დაურღვევია“ საერთაშორისო სამართალი. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2009 წელს სერბიამ მიმართა ამ საქმის განხილვის თხოვნით. სერბიის შეფასებით, კოსოვოს ეთნიკური ალბანელი ლიდერების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება სერბიის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო. კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომელიც 2008 წლის თებერვალში გამოცხადდა, ამასობაში 70-მდე სახელმწიფოს აქვს აღიარებული. როგორც რადიო ”თავისუფლების” ჟურნალისტი სერბიიდან იტყობინება, სერბიასა და კოსოვოში ატმოსფერო დღეს საკმაოდ დაძაბულია - განსაკუთრებული მოლოდინი უკავშირდება საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტს მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს. დღის ბოლოს იგეგმება სერბეთის მთავრობის საგანგებო სხდომა.
XS
SM
MD
LG