Accessibility links

logo-print

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე გადაწყვეტილება გამოაცხადა


გაეროს საერთაშორისო სასამართლომ გამოაცხადა, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი 2008 წელს სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით. საერთაშორისო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოს პრეზიდენტმა ჰისაში ოვადამ გამოაცხადა. ჰააგაში განთავსებული სასამართლოს გადაწყვეტილებას მარტო რეკომენდაციის ხასიათი აქვს, მაგრამ ის, ექსპერტების შეფასებით, მაინც იქონიებს გავლენას სხვა რეგიონებში სეპარატისტების მოქმედებაზე.
კოსოვოს დამოუკიდებლობა 70-მდე ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობას.
XS
SM
MD
LG