Accessibility links

logo-print

კოსოვო აქებს, სერბია კი გმობს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას


სერბია გამობს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ იერემიჩმა ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ცოტა ხანში აღნიშნა, რომ ბელგრადი არასოდეს შეურიგდება კოსოვოს დამოუკიდებლობას. მისივე განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ „პოლიტიკური დასკვნა“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უნდა გაკეთდეს. თავის მხრივ, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ დღევანდელ გადაწყვეტილებას „მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო შესაძლო პასუხი“ უწოდა. კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრ სკენდერ ჰისენის განცხადებით, სერბია კოსოვოს, როგორც „სუვერენულ სახელმწიფოს" უნდა მოეპყროს.
XS
SM
MD
LG