Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავებულები გაათავისუფლეს


საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გამართული აქციის შემდეგ დაკავებული სამივე პირი უკვე გათავისუფლებულია. კოდორის ხეობიდან დევნილი სამი მამაკაცი - ოთარ ჩხეტიანი, მისი ძმა რომან ჩხეტიანი და რამაზ გერლიანი, რომლებიც ყოფილი გამომცემლობა "სამშობლოს" რედაქციის შენობაში ცხოვრობენ, დღეს ქაშუეთის ეკლესის წინ მაშინ დააკავეს, როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდნენ. ისინი აპროტესტებდნენ ყოფილი გამომცემლობის შენობიდან ლტოლვილების გამოსახლებას. აღნიშნულ შენობას ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიიდვას უპირებს. ჟურნალისტთა ერთი ნაწილი კი ხელისუფლებას სთხოვს, რომ შენობა მათ გადაეცეთ.
XS
SM
MD
LG