Accessibility links

logo-print

იემენში შეტაკებებში 19 ადამიანი დაიღუპა


ხუთშაბათს იემენში სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა მომხდარი შეტაკებებში, რომელიც სამთავრობო ძალებსა და შიიტ მემბოხეებს შორის მოხდა. მოკონფლიქტე მხარეთა შორის თებერვალში გამოცხადებული შერიგების მიუხედავად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეიარაღებულმა დაპირისპირებამ 50 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იემენის სამხრეთ შაბვის პროვინციაში, სადაც „ალ ყაიდის“ რაზმები მოქმედებენ, მემბოხეებმა ალყაში მოაქციეს და მოკლეს ხუთი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG