Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას პოლიტიკური გუნდი ემხრობა მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან


“თავისუფალი დემოკრატები” NDI-ს ფორმატში საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის მოლაპარაკებებზე თანხმდებიან, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “თავისუფალი დემოკრატებისა” და თბილისის საკრებულოს წევრმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, NDI-ის ფორმატში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მოლაპარაკების პროცესი სექტემბრისთვის დაიწყება. ვიქტორ დოლიძე არ აკონკრეტებს, “თავისუფალი დემოკრატების” გარდა რომელი პარტიები იქნებიან ამ ფორმატში ჩართული, თუმცა, მისი თქმით, ამ ფოტმატში ჩაერთვება ყველა ის პარტია, რომლებთან ერთადაც დღეს “თავისუფალი დემოკრატები” საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის მუშაობენ.
XS
SM
MD
LG