Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი მოუწოდებს აზიის ქვეყნებს ჩრდილოეთი კორეის მიმართ სანქციების დაცვისკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აზიის ქვეყნებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან ჩრდილოეთი კორეის მიმართ დაწესებული სანქციები, რადგან კომუნისტების მიერ მართული ჩრდილოეთი კორეა თავისი აგრესიული მოქმედებებით რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. ჰილარი კლინტონი მიმართავდა სამხრეთაღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის ფორუმს, რომელიც დღეს ჰანოიში მიმდინარეობს. შეხვედრაში ასოციაციის წევრი ქვეყნების გარდა მონაწილეობენ აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი, რუსეთი, იაპონია და სხვა ქვეყნები. მიმდინარე კვირაში კლინტონმა ჩრდილოეთი კორეის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა. საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ მარტში სამხრეთი კორეის გემის ჩაძირვაში დამნაშავე ჩრდილოეთი კორეაა.
XS
SM
MD
LG