Accessibility links

logo-print

მექსიკის ყურეში ქარიშხალს მოელიან


აშშ-ის ქარიშხლების შემსწავლელი ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შაბათისთვის მექსიკის ყურემდე მიაღწევს ქარიშხალი ”ბონი”, რომლის მაქსიმალური სიჩქარე იქნება 65 კმ/სთ. აშშ-ის მთავრობის მოთხოვნით მექსიკის ყურე უნდა დატოვოს იქ მყოფმა ათეულობით გემმა და დანადგარმა, რომელიც ყურეში ნავთობის ჩადინების სრულად შესაჩერებლად მუშაობს, რადგან იქ ტროპიკული შტორმია მოსალოდნელი. დანადგარებს შორის იგულისხმება ის საბურღი მოწყობილობაც, რომლითაც საბოლოოდ შეჩერდებოდა ნავთობის გაჟონვა. აშშ-ის სანაპირო დაცვის გადამდგარი ადმირალი თად ალენი აცხადებს, რომ მექსიკის ყურიდან ტექნიკის გაყვანა კიდევ 12 დღით შეაყოვნებს სამუშაოს დასრულებას. თუმცა, მანვე განაცხადა, რომ შტორმი იქ მომუშავე ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს. აშშ ხელისუფლების თანახმად, ადგილზე რჩება დაზიანებულ ჭაბურღილზე დამაგრებული დროებითი სარქველი.
XS
SM
MD
LG