Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სერბიას კოსოვოს აღიარებისკენ მოუწოდებს


კოსოვოს ხელისუფლება და აშშ მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებენ, აღიარონ კოსოვოს დამოუკიდებლობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ სერბიასაც ამავე მოწოდებით მიმართეს. სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი არასდროს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და განაგრძობს დიპლომატიურ მცდელობას ტერიტორიის დაკარგვის აღსაკვეთად. რუსეთმაც არ მოიწონა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ თვლის, რომ ის იურიდიულ საფუძველს ჰქმნის კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა: "ვფიქრობთ, ეს დასკვნა ხსნის ყველა იურიდიულ ბუნდოვანებას კოსოვოს სტატუსის შესახებ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა, კოსოვოს მეზობლების ჩათვლით, განსაკუთრებით - სერბიამ, აღიარონ ეს დასკვნა, ჩაერთონ კოსოვოსთან ურთიერთობაში ახალ საფუძველზე და იმუშაონ ურთიერთობების ნორმალიზაციისა და დაძაბულობის მოხსნაზე, რაც ნამდვილად ახდენს ზეგავლენას იმ საერთაშორისო მისიების მუშაობაზე, რომლებიც ამჟამად რეგიონში იმყოფებიან."
XS
SM
MD
LG