Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი სერბიას ორმხრივი ურთიერთობის წარმართვას სთავაზობს


კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი თვლის, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ქვეყნებმა კოსოვოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა დააყოვნონ: "კოსოვოს დამოუკიდებლობა ფაქტობრივი რეალობაა და ის აღიარა 69 ქვეყანამ. ჩვენ ვართ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრები და მე კოსოვოს მთავრობისა და ხალხის სახელით მოვუწოდებ სახელმწიფოებს, აღიარონ კოსოვოს დამოუკიდებლობა, რადგან ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება სწორ დროს." კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა სერბიასაც მიმართა: "მინდა მივმართო მეზობელ სერბიასაც: კოსოვომ აჩვენა, რომ აქვს კოსოვოსა და სერბიას შორის ორმხრივი ურთიერთობის წარმართვის ნება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსაზრება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის, უბრალოდ, სრულ შესაბამისობაშია კოსოვოში არსებულ რეალობასთან" - განაცხადა ტაჩიმ.
XS
SM
MD
LG