Accessibility links

logo-print

სერბიის პრეზიდენტი დიპლომატიის გააქტიურებას გეგმავს


ხუთშაბათს ბელგრადში სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა განაცხადა, რომ სერბია არასდროს აღიარებს კოსოვოს ცალმხრივად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, რადგან ეთნიკურად მოტივირებული გამოყოფა არ შეესაბამება გაეროს პრინციპებს. ტადიჩი თვლის, რომ სასამართლოს დასკვნა სერბიას უხსნის შესაძლებლობას შემოდგომაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შესაბამისი რეზოლუციისთვის იბრძოლოს, რომ სერბია-ალბანეთის ურთიერთობა მოლაპარაკების გზით მოგვარდეს: "ამ შაბათ-კვირას საგანგებო წარგზავნილები ჩავლენ 55 ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში და ჩაუტანენ ჩემს წერილს პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს. გაეროს გენერალურ ასამბლეამდე ბევრი ქვეყანა მოექცევა ზეწოლის ქვეშ, რომ აღიაროს კოსოვო. სერბია ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ შემოდგომამდე რაც შეიძლება ნაკლებმა ქვეყანამ აღიაროს კოსოვო და ნიუ იორკში შესაძლებელი გახდეს სერბიის რესპუბლიკის რეზოლუციის მიღება", განაცხადა ტადიჩმა.
XS
SM
MD
LG