Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია კოსოვოს დამოუკიდებლობას არ მიიჩნევს პრეცედენტულად


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „უნიკალური გადაწყვეტილება“ უწოდა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულ ვერდიქტს კოსოვოს სერბიისაგან გამოყოფის შესახებ, რაც არ წარმოადგენს პრეცედენტს მსოფლიოში არსებული სხვა სეპარატისტული მოძრაობებისათვის. ხუთშაბათს სასამართლომ დაადგინა, რომ კოსოვოს გამოყოფის აქტი არ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ, კვიპროსში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოს დადგენილება კოსოვოს თაობაზე არ წარმოადგენეს „გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებისათვის.“ სამხრეთ კვიპროსი ევროკავშირის იმ ხუთ სახელმწიფოს შორისაა, რომლებიც არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG