Accessibility links

logo-print

ხევსურეთში მომხდარ ავტოავარიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა


ხევსურეთში, მუცოს ხეობაში გუშინ საღამოს მომხდარ ავტოავარიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა, სავარაუდოდ, გზაზე მოცურდა და მდინარე არღუნში ჩავარდა. ავტომობილში 10 ადამიანი იმყოფებოდა. შატილში, მდინარე არღუნის ხეობაში მაშვლებმა გუშინ საღამოს ავტოავარიის შედეგად დაღუპული 3 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, 4 თვის ჩვილის ცხედარს კი ჯერ კიდევ ეძებენ. ხუთი დაღუპულის ამოყვანა მაშვლებმა წუხელვე შეძლეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ავტოკატასტროფა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG