Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და ნატოს სამხედრო წარმომადგენლები თანამშრომლობაზე თანხმდებიან


მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და ნატოს სამხედრო წარმომადგენლების მოლაპარაკებები. „ჩვენ კვლავ მზად ვართ ერთობლივად ვეძიოთ პასუხები თანამედროვეობის გამოწვევებსა და საფრთხეებზე“, - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯანპაოლო დი პაოლასთან შეხვედრის შემდეგ. ადმირალმა დი პაოლამ დაადასტურა ნატოს მზადყოფნა ითნაშმრომლოს რუსეთთან ტერორიზმის ბრძოლისა და ასევე ავღანეთში ურთიერთმოქმედების საკითხებში. მაკაროვმა თავსი მხრივ აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ავღანეთში კოალიციის წარმატებაში. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობა თითქმის ორი წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
XS
SM
MD
LG