Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძემ მედიასაშუალებებს სასამართლოში უჩივლა


"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის, გაზეთ "პრაიმ ტაიმისა" და "დრონი ჯი"-ს წინააღმდეგ, პატივისა და ღირსების შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბურჯანაძის სარჩელის მიზეზი აღნიშნული მედია საშუალებების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმად, მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენებმა ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს 1 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხეს, რომელიც მან ბიწაძეს გადასცა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ნაწილით ბურჯანაძემ წყნეთში ახალი აგარაკი შეიძინა. "დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით კი, მას აგარაკი არ შეუძენია და წყნეთში სხვის კუთვნილ აგარაკზე ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG