Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებს ჯარები ერაყიდან ვადაზე ადრე გაყავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწაფად დააკომპლექტონ ახალი მთავრობის შემადგენლობა. ერაყში გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან ხუთი თვე გავიდა, თუმცა დაპირისპირებულმა პარტიებმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა კოალიციის შემქნაზე. ბარაკ ობამას მიმართვა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი თეთრ სახლში შეერთებული შტატების ელჩს ერაყში კრისტოფერ ჰილსა და ერაყში ამერიკული ძალების სარდალ გენერალ რემ ოდიერნოს შეხვდა. იტყობინებიან, რომ გენერალმა ოდიერნომ მოახსენა პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანა წინ უსწრებს დადგენილ გრაფიკს და აგვისტოს ბოლოს ერაყში მხოლოდ 50 ათასი სამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დარჩება.
XS
SM
MD
LG