Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის ლიდერებს სურთ, რომ კოსოვოს სტატუსი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განიხილოს


სერბიის ლიდერები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ კოსოვოს გამოყოფის წინააღმდეგ ბრძოლას - მას შემდეგ რაც ხუთშაბათს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს სერბიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით კოსოვოს საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია. სერბიის პრეზიდენტ ბორის ტადიჩს ახლა სურს, რომ გაეროს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სექტემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განიხილოს. ტადიჩს უნდა, რომ გაერომ ახალი რეზოლუცია მიიღოს, რომელშიც გამოთქმული იქნება მოწოდება კოსოვოს საბოლოო სტატუსის საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შესახებ. მაგრამ კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი აცხადებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო რეალობას წარმოადგენს და საკითხი მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. ქვეყნებს, რომლებსაც კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აქვთ აღიარებული, კოსოვოს ლიდერები და აშშ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ. ჯერჯერობით კოსოვოს დამოუკიდებლობა 69 ქვეყანამ აღიარა - მათ შორის აშშ-მ და ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ.
XS
SM
MD
LG