Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ აშშ-ს ნაბიჯებს „ფიზიკურად უპასუხებს“


ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ „ფიზიკურად უპასუხებს“ მის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ გატარებულ ზომებს იმ ბრალდების გამო, რომ ფხენიანმა სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდი ჩაძირა. კვირის დასაწყისში ვაშინგტონმა ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო, რომელთა სამიზნეს კომუნისტური სახელმწიფოს მმართველი ელიტა წარმოადგენს. ამასთან, აშშ-მ და სამხრეთმა კორეამ გამოაცხადეს რომ ერთობლივ საზღვაო წვრთნას ჩაატარებენ, რომელიც კვირას უნდა დაიწყოს. სამხრეთი კორეის ხომალდის ჩაძირვაში - რაც მარტის თვეში მოხდა და რასაც 46 მეზღვაური შეეწირა - საერთაშორისო გამოძიებამ ბრალი ჩრდილოეთ კორეას დასდო, თუმცა ფხენიანი ბრალდებას უარყოფს. ჰანოიში მიმდინარე სამიტზე ჩრდილოეთი კორეის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დაგეგმილი საზღვაო წვრთნა ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტს არღვევს. აშშ-ს სახელმწიფი მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, დღეს ჩრდილოეთ კორეას „პროვოკაციული და საშიში ქცევის“ კამპანიის წამოწყებაში დასდო ბრალი.
XS
SM
MD
LG