Accessibility links

ნიკოლა სარკოზი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი რუსეთისთვის ორ მისტრალს ააშენებს


საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, იგი „დარწმუნებულია“, რომ საფრანგეთი რუსეთისთვის მისტრალის ტიპის ორ ვერტმფრენმზიდს ააშენებს. რუსეთი 4 ასეთი ხომალდის შესყიდვას იმედოვნებს საკუთარი არსენალის მოდერნიზების მიზნით. ექსპერტების აზრით, ის, რომ რუსეთის ამჟამინდელი არსენალი მოძველებულია, 2008 წელს საქართველოსთან ომმა გამოაჩინა. საფრანგეთი თანახმაა ხომალდის გაყიდვაზე - მაგრამ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, უწინარესად ტექნიკის გაყოფის საკითხზე უთანხმოების გამო. თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, პარასკევს, დასავლეთ საფრანგეთის გემსაშენ ქარხანაში სტუმრობისას, სარკოზიმ მუშებს უთხრა: „ჩვენს რუს მეგობრებს ორ [მისტრალს] ავუშენებთ ... კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება კვლავ გრძელდება, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულიაო“. შეთანხმების გაფორმებას წლის ბოლოსთვის ელიან.
XS
SM
MD
LG