Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეა „ბირთვულ“ მუქარას უცხადებს აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივ მანევრებს


აშშ-მა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, თავი აარიდოს „პროვოკაციულ გამოთქმებს“, მას მერე, რაც ფხენიანმა მუქარა გამოთქვა, რომ „ბირთვული შეკავებით“ უპასუხებს მოკავშირეების, აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნას. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო თავდაცვის კომისიის თანახმად, არმია მზად არის აშშ-ს და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ “ბირთვულ“ შეკავებას მიმართოს და დაიწყოს “წმინდა ომი” მანევრების საწინააღმდეგოდ. ჩრდილოეთ კორეა ამ კვირაში დაიმუქრა, რომ „ფიზიკურ პასუხს“ გასცემს მანევრებს, რომელიც 25 ივლისს, კორეის ნახევარკუნძულის წყლებში დაიწყება აშშ-ის ავიამზიდების, გამანადგურებლების და სხვა ტექნიკის, ასევე ათასობით ჯარისკაცის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG