Accessibility links

logo-print

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერები ვენესუელის პრეზიდენტმა მიიღო


საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები, აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტები, სერგეი ბაგაფში და ედუარდ კოკოითი ვენესუელაში შეხვდნენ ამ ქვეყნის პრეზიდენტს, უგო ჩავესს. ცნობით, ჩავესმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხებოდა ვენესუელის და ორი რეგიონის თანამშრომლობის განვითარებას. ჩავესის თანახმად, ის სამხრეთი ამერიკის ქვეყნების სხვა ლიდერებს შეაგულიანებს, აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. ვენესუელამ, რუსეთთან, ნიკარაგუასთან და ნაურუსთან ერთად აღიარა ეს ორი რეგიონი.
XS
SM
MD
LG