Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გენერალ მაკკრისტალის გადადგომის სამხედრო ცერემონია შედგა


ავღანეთში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი სტენლი მაკკრისტალი, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ლიდერების შესახებ დამამცირებელი კომენტარების გამო დაითხოვეს თანამდებობიდან, ოფიციალურად გადადგა სამხედრო ცერემონიაზე. ვაშინგტონში, ფორტ მაკნეირში, მას სრული სამხედრო პატივი მიაგეს, 17 გასროლის ჩათვლით. ცერემონიას სხვა მაღალი რანგის პირებთან ერთად ესწრებოდა, თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი.
XS
SM
MD
LG