Accessibility links

logo-print

ირანში სიკვდილმისჯილი ქალის მხარდასაჭერად მსოფლიოში გამოსვლები მოეწყო


მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დღეს მოეწყო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ ცოლ-ქმრული ერთგულების დარღვევისთვის ირანში სიკვდილმისჯილ ქალს, საქინე მოჰამადი აშთიანის. უფლებადამცველებმა აქციები გამართეს მსოფლიოს 32 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ასევე ბრაზილიაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში და შვეციაში. თავდაპირველად აშთიანს მიუსაჯეს სიკვდილი ჩაქოლვით, მაგრამ აშშ-ის და ევროკავშირის, ასევე უფლებადამცავი ორგანიზაციების მოწოდების შედეგად, სასჯელის ამ ფორმით აღსრულება გადაიდო, მაგრამ სასიკვდილო განაჩენი ძალაში დარჩა. ირანის სამართალდამცველები მის საქმეს განმეორებით განიხილავენ.
XS
SM
MD
LG