Accessibility links

logo-print

აშშ და სამხრეთი კორეა ერთობლივ სამხედრო მანევრებს მართავენ


დღეს იაპონიის ზღვაში დაიწყო აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო-საზღვაო მანევრები. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების, რობერტ გეიტსისა და კიმ ტე იუნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მანევრების სერიაში პირველი წვრთნაა, რომლის მიზანია, გაუგზავნონ ჩრდილოეთ კორეას ცხადი სიგნალი, რომ მან უნდა შეწყვიტოს აგრესიული მოქცევა. წვრთნაში 20 სამხედრო ხომალდი და 200 საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობს. ფხენიანმა გუშინ განაცხადა, რომ მანევრებს ბირთვული იარაღით უპასუხებს.
XS
SM
MD
LG