Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გააფრთხილა ევროკავშირი სანქციების დაწესების გეგმის გამო


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გააფრთხილა ევროპის კავშირი, ნუ დაუწესებს მას დამატებით სანქციებს, განაცხადა რა, რომ თეირანი მათ სწრაფ პასუხს გასცემს. მისივე თქმით, ირანი არ მიესალმება ახალ დაძაბულობას მისი სადავო ბირთვული პროგრამის გამო. აჰმადინეჟადმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების იმ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, რომელზეც აპირებენ სანქციების ოფიციალურ დამტკიცებას. აშშ-მა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს დაუწესონ ცალმხრივი სანქციები ირანის ენერგოსექტორს მას მერე, რაც გაერომ მსგავსი ნაბიჯი უკვე გადადგა.
XS
SM
MD
LG